სოციალური მედიის ტრენინგი სკოლაში

Standard

დღეს, 14 დეკემბერს, ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი “სოციალური მედია სკოლაში”, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ჩვენი სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგი ჩაატარა სამოქალაქო კლუბის სოციალური მედიის ჯგუფის ლიდერმა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიგი იაკობიშვილმა.

ტრენინგში მონაწილეობდა 4 საჯარო სკოლა. ბავშვები გაერკვნენ თუ რა არის ზოგადად სოციალური მედია, რა დანიშნულება აქვს მას და რაც მთავარია, მათ ისწავლეს ბლოგების გაკეთება. მიღებულ ცოდნას ისინი გამიყენებენ იმისთვის, რომ შექმნან ბლოგები სამოქალაქო კლუბის შესახებ ან პირადი მოხმარებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

ელიტარული სერიის თამაშები დაიწყო

Standard
ელიტარული სერიის თამაშები დაიწყო

პირველ ნოემბერს დაიწყო ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბის შემოდგომის სერია, რომელშიც სპორტულ თამაშში ხუთეულში გასული გუნდები ასპარეზობენ. ესენი არიან:

 

  1. გიორგი ყოჩიაშვილის ექვსეული
  2. სოსო ჩუთლაშვილის ექვსეული
  3. ილია ვარდიშვილის ექვსეული
  4. ბესიკ ბერიკელაშვილის ექვსეული
  5. გიორგი ჯანყარაშვილის ექვსეული

უკვე გაიმართა სერიის სამი თამაში.

გიორგი ყოჩიაშვილის ექვსეულმა თამაში დათმო ანგარიშით 3-6, თუმცა კაპიტანმა აიღო გადამწყვეტი რაუნდი, რომელშიც დამარცხდა და გუნდს ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0-6. თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა გიორგი ყოჩიაშვილი

სოსო ჩუთლაშვილის ექვსეულის თამაში მოაზროვნეების უპირატესობით წარიმართა და დასრულდა ანგარიშით 6-3. საუკეთსო მოაზროვნედ დასახელდა ლევან ჩუთლაშვილი

ილია ვარდიშვილის ექვსეულის თამაში ცვალებადი უპირატესობის მიმდინარეობდა. თავდაპირველად მოაზროვნეები იგებდნენ ანგარიშით 3-1, მაგრამ შემდეგ მიყოლებით ვერ უპასუხეს 4 შეკითხვას და საბოლოოდ დათმეს შეხვედრა ანგარიშით 4-6. კაპიტნის გადაწყვეტილებით გუნდმა აიღო გადამწყვეტი რაუნდი, რომელშიც კაპიტანმა ილია ვარდიშვილმა გამოიცნო ერთი შეკითხვა, მეორეს ვერ უპასუხა და შედეგად გუნდი დამარცხდა ანგარიშით 0-6.

მომდევნო თამაში გაიმართება სამშაბათს, 20 ნოემბერს და მსაში მონაწილეობას მიიღებს ბესიკ ბერიკელაშვილის ექვსეული.

ვინ? სად? როდის? შემოდგომის სერია დაიწყო

Standard
ვინ? სად? როდის? შემოდგომის სერია დაიწყო

ხუთშაბათს 18 ოქტომბერს ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბის 2012-2013 წლის სეზონის პირველი, შემოდგომის სერია სპორტული თამაშით გაიხსნა. #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ერთმანეთს 11 გუნდი დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში შემოგვთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში თამაში შეცვლილი ფორმატით ტარდება და მასში სიახლეები შევიდა. ლოგიკურ კითხვებს დაემატა კარიკატურებისა და ცნობილი ფილმებიდან საუნდტრეკების ტურები, რომელმაც თამაშს სიხალისე და ინტერესი მოუმატა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში ფაქტიურად XIIა კლასის გუნდების “იდეალისა” და “დსჟ მაგნიფიკოს” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაინც დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების ტურში თამაში და პასუხების უმეტესი რაოდენობა კარიკატურებისა და უმეტესად საუნდტრეკების ტურებში დააგროვეს, რაც იმედია მომავალში გამოსწორდება, რადგან ჩვენი კლუბი ამ თამაშებს საქართველოს მომავალი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპებად განიხილავს. სხვა მხრივ თამაშმა კარგად ჩაიარა და განსაკუთრებით აღსანიშნავია ასაკით პატარების მოულოდნელად კარგი თამაში, რომელთაც აშკარად აქვთ კლუბში დაწუნაურებისა და ლიდერ ექვსეულებს შორის მოხვედრის პერსპექტივა.

ლიდერთა ხუთეული, რომლებიც ელიტარული კლუბის შემოდგომის სერიაში ითამაშებენ კი ასე გამოიყურება:

  1. იდეალი
  2. დსჟ მაგნიფიკო
  3. დეზდემონა
  4. კრეატივი
  5. ასტეროიდი

გთავაზობთ თამაშის შედეგებსა და გუნდების სტატისტიკურ მაჩვენებლებს ტურების მიხედვით:

https://docs.google.com/file/d/0B-rLSd0jSEsvZ2tWem1IVHZwUEU/edit

ვინ? სად? როდის? შემოდგომის სერია იწყება

Standard
ვინ? სად? როდის? შემოდგომის სერია იწყება

ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე სკოლის სააქტო დარბაზში  ვინ? სად? როდის? შემოდგომის სერია სპორტული ვერსიის თამაშით იწყება. კლუბის მიერ გამოცხადებულ რეგისტრაციის პროცესში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად ყველა მათგანი სერიის პირველ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

წინა 2011-2012 წლების სეზონთან შედარებით, შეიცვალა თამაშს ფორმატი, რომელიც ოთხ ნაწილად დაიყო და შემდეგნაირად გამოიყურება:

I ნაწილი -10 ლოგიკური შეკითხვა

IIნაწილი – 10 კარიკატურული შეკითხვა

III ნაწილი – 10 საუნდტრეკი ცნობილი ფილმებიდან

IV ნაწილი – 10 ლოგიკური შეკითხვა

თუ შეკითხვების ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში გამარჯვებული გუნდი ვერ გამოვლინდება, დასმული იქნება დამატებით შეკითხვები გამარჯვებულის გამოვლენამდე.

ჯანმრთელობის სწავლების ტრენინგები დედოფლისწყაროში

Standard
ჯანმრთელობის სწავლების ტრენინგები დედოფლისწყაროში

 

„ჯანმრთელობის ტრენინგები და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ყოველწლიური მარათონი დედოფლისწყაროში” არის  „მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისის ჯონათან ბრანდსისა და დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კახა კოტაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის პრეზიდენტის შიდსის მსხვერპლთა დახმარების საგანგებო გეგმის  ”VAST Grant“-ის მიერ და მოსწავლეებს სთავაზობს:

  •       გახდეს ერთ-ერთი იმ 30 მოსწავლეთაგან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტში
  •       ტრენინგების ციკლს სამ სხვადასხვა თემაზე, რომელიც ქართველი და ამერიკელი ტრენერების მიერ ჩატარდება
  •       შესაძლებლობას გახდეს ტრენერი და გაიაროს სპეციალური „ტრენინგი ტრენერებისთვის“ (TOT)
  •       პროექტის დაფინანსებით ჩაატაროს ტრენინგები თავის სკოლაში და გაუზიაროს ცოდნა თანატოლებს
  •       მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ქალაქში პირველად აივ ინფექციის მსოფლიო დღის ორგანიზებასა და აღნიშვნაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბურად გაიმართება
  •       შესაძლებლობას, გახდეს შემდეგი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი და მიიღოს მონაწილეობა მათ განხორციელებაში

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ შემდეგი სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებს:

  1. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა
  2. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა
  3. სამრეკლოს საჯარო სკოლა
  4. ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
  5. გამარჯვების საჯარო სკოლა
  6. არბოშიკი საჯარო სკოლა
  7. ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა
  8. ზემო ქედის #2 საჯარო სკოლა
  9. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
  10. ოზაანის საჯარო სკოლა
  11. არხილოსკალოს საჯარო სკოლა
  12. სამთაწყაროს საჯარო სკოლა

იმისათვის, რომ მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს ჩვენს პროექტში, აუცილებელია შეავსოს აპლიკაცია, და გამოგვიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე  DHLproj@gmail.com  არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა.

პროექტში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 12 სკოლიდან ორ-ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

გისურვებთ წარმატებებს!!!

ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბში გაწევრიანების მსურველ გუნდთა რეგისტრაცია დაიწყო

Standard
ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბში გაწევრიანების მსურველ გუნდთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდა ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბის საქმიანობაც. კლუბში არაერთი სიახლეა, რომელსაც ინტელექტუალები მალე იხილავენ.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით უფრო ხშირად, თვეში ერთხელ ჩატარდება სპორტული ვერსიის თამაშები, რაც უკეთ მოამზადებს გუნდებს საქართველოს 2012-13 წლების ჩემპიონატისთვის. თამაშებს დაემატება გასართობი კომპონენტებიც, რაც გულისხმობს კარიკატურების და საუნდტრეკების გამოცნობის კონკურსს, თუმცა მთავარ კომპონენტად დარჩება ლოგიკური კითხვები.

გაგრძელდება ელიტარული კლუბური თამაშები, რომელიც თვითმმართველობის ახალ ოთახში ჩატარდება. თითოეული თამაშის შემდეგ, გამოვლინდება თამაშის საუკეთესო მოაზროვნე, ხოლო სერიის ბოლოს სერიის საუკეთესო მოაზროვნე და გუნდი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ წლის საუკეთესო მოაზროვნისა და გუნდის გამოსავლენ კონკურსში.

შემოდგომის სერიაში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია გაგრძელდება 26-28 სექტემბრის ჩათვლით თვითმმართველობის ოთახში. მსურველმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. გუნდის წევრთა 6კაციანი სია
  2. გუნდის კაპიტნის საკონტაქტო ინფორმაცია
  3. გუნდის სახელი

გისურვებთ წარმატებებს!!!

პროექტი “SpectRoom” დასასრულს უახლოვდება

Standard

დღეს, 16 სექტემბერს დასრულდა სამოქალაქო კლუბ “სპექტრის” პროექტის SpectRoom ტექნიკური სამუშაოები, რომელიც სკოლის მიერ პროექტისთვის გამოყოფილი ოთახის სარემონტო სამუშაოებსა და ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას ისახავდა მიზნად. კლუბის წევრების მიერ ზაფხულის განმავლობაში გარემონტდა ოთახი (იხ. სტატია სარემონტო სამუშაობის შესახებ), სკოლის მიერ გამოყოფილი სახსრებით გამოიცვალა ელექტრო კომუნიკაციები, შეიღება და მოიხატა ოთახისა და მის წინ არსებული დერეფნების კედლები. შეიცვალა და დაემატა ავეჯი. დამონტაჟდა სამოქალაქო კლუბებს შორის კონკურსში გამარჯვების შედეგად მიღებული ტექნიკა. მომავალში ოთახში იგეგმება სკოლის რადიოს სტუდიის განთავსებაც.

 

This slideshow requires JavaScript.

Spectrum Summer Camp 2012 დასრულდა

Standard
Spectrum Summer Camp 2012 დასრულდა

დღეს, 27 ივლისს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა “სპექტრის” საზაფხულო ბანაკი, რომელიც “Spectrum Summer Camps Project”-ის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი სკოლის შენობაში და რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I-IX კლასების მოსწავლეებმა. აღსანიშნავია, რომ პირველ დღეს მონაწილეთა რაოდენობა 36 ბავშვი იყო, ხოლო ბოლო დღეს – 54, რაც ჩვენი პროექტის მიმართ მზარდ ინტერესზე მეტყველებს და ჩვენი მუშაობის ერთგვარი აღიარებაა. ბანაკში მონაწილეობას იღებდა როგორც ჩვენი ისე სხვა სკოლების მოსწავლეები, მათ შორის იყვნენ ბავშვები თბილისის სკოლებიდანაც.

ბანაკის ორგანიზატორები იყვნენ “სპექტრის” წევრები:

გიგი იაკობიშვილი

ქეთი ჩაფიაშვილი

ნინო სეფიაშვილი

ბანაკის პროგრამა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: სემინარები, ჯგუფური სამუშაოები,  როლური თამაშები, კონკურსები, სპორტული აქტივობები.

ბავშვები პირველ დღეს გადანაწილდნენ 5 ჯგუფში, რომელთაგანაც თითოეულს თავისი ლიდერი ყავდა:

Camp Star – ალეკო იაკობიშვილი, დათო ბეჟაშვილი

შავი არწივი – გიგა ჯანყარაშვილი

ცისარტყელა – თაკო ხუციშვილი

მოციმციმე ვარსკვლავი – ლევან ჩუთლაშვილი

მერკური – ნიკა შანშაშვილი

პირველი დღიდან დაიწყო კონკურსები, რომლებიც ყოველდღიურად ტარდებოდა და თითოულ მათგანში გამარჯვებისთვის გუნდები შესაბამის ქულებს იღებდნენ, ასევე სემინარების მსვლელობისას და დავალებების შესრულების ხარისხის შესაბამისად. ქულები იწერებოდა დისციპლინასა და პუნქტუალობაშიც. საბოლოო ჯამში გაიმარჯვა გუნდმა “ცისარტყელამ” (ლიდერი თაკო ხუციშვილი), ხოლო მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა “მერკური” (ლიდერი ნიკა შანშაშვილი).

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გუნდებმა წარმოადგინეს ორიგინალური სკეტჩები და შედგა ტალანტ-შოუ, რომელშიც ასევე გუნდურად იღებდნენ მონაწილეობას. ბავშვების მიერ წარმოდგენილი იქნა ნომინაციებიც რომლებიც ლიდერებსა და ორგანიზატორებს გადაეცათ.

სკოლისა და “სპექტრის” სახელობითი სიგელი გადაეცა ბანაკის ყველა მონაწილეს. ასევე გამოცხადდან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც, მაგ: ბანაკის პრინცი და პრინცესა, ყველაზე აქტიური და ყველაზე ჭკვიანი და ა.შ. სპეციალური მადლობის სიგელები ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის გადაეცათ მერი ქადაგიძესა და დათო ბეჟაშვილს.

ბოლოს შესრულდა სპეციალურად ბანაკისთვის დაწერილი სიმღერა. ორგანიზატორები დაემშვიდობნენ მონაწილეებს და დაპირდნენ რომ მსგავსი ტიპის ბანაკები მომავალშიც არაერთხელ გაიმართება.

This slideshow requires JavaScript.

Spectrum Summer Camp 2012.. Movie Nights

Standard
Spectrum Summer Camp 2012.. Movie Nights

23 ივლისიდან “სპექტრის” საზაფხულო ბანაკის Spectrum Summer Camp 2012 პროგრამის ფარგლებში იწყება კინო საღამოები IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. საღამოები დაიწყება სკოლის ბიბლიოთკაში 19:00 სთ-ზე. დასწრება თავისუფალია.

გთავაზობთ საპროგრამო კინო აფიშას:

23/07 – საბავშვო კინო საღამო –  “Hugo” (ქართულად)

24/07 – რეტრო საღამო – “The Artist” (ინგლისურად)

25/07 – “The Boy In The Striped Pajamas” (რუსულად)

26/07 -”Eight Below” (ქართულად)

27/07 - “Pay it Forward” (ინგლისურად)

This slideshow requires JavaScript.

Spectrum Summer Camp 2012 – იწყება

Standard

ორშაბათს, 23 ივლისს,  ”Spectrum Summer Camp 2012″_ის მონაწილე ბავშვები იყავით სკოლაში 09:30_ზე.

აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია პერმანენტულად და აქტიურად ხორციელდება ჩვენს სკოლაში და მას ორგანიზებას უწევს ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური მოხალისეთა ჯგუფი სკოლის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო კლუბ “სპექტრის” პატრონაჟით.

ბანაკის აქტივობები მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს. მიმართულია გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებისკენ.

აქტივობები განხორციელდება ყოველდღიურად, 23-27 ივლისი – 10:00-14:00 სთ.