Author Archives: gigiiakobishvili

სოციალური მედიის ტრენინგი სკოლაში

სტანდარტული

დღეს, 14 დეკემბერს, ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი “სოციალური მედია სკოლაში”, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ჩვენი სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგი ჩაატარა სამოქალაქო კლუბის სოციალური მედიის ჯგუფის ლიდერმა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიგი იაკობიშვილმა.

ტრენინგში მონაწილეობდა 4 საჯარო სკოლა. ბავშვები გაერკვნენ თუ რა არის ზოგადად სოციალური მედია, რა დანიშნულება აქვს მას და რაც მთავარია, მათ ისწავლეს ბლოგების გაკეთება. მიღებულ ცოდნას ისინი გამიყენებენ იმისთვის, რომ შექმნან ბლოგები სამოქალაქო კლუბის შესახებ ან პირადი მოხმარებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

Spectrum Summer Camp 2012 – იწყება

სტანდარტული

ორშაბათს, 23 ივლისს,  ”Spectrum Summer Camp 2012″_ის მონაწილე ბავშვები იყავით სკოლაში 09:30_ზე.

აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია პერმანენტულად და აქტიურად ხორციელდება ჩვენს სკოლაში და მას ორგანიზებას უწევს ძალიან გამოცდილი და კომპეტენტური მოხალისეთა ჯგუფი სკოლის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო კლუბ “სპექტრის” პატრონაჟით.

ბანაკის აქტივობები მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს. მიმართულია გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებისკენ.

აქტივობები განხორციელდება ყოველდღიურად, 23-27 ივლისი – 10:00-14:00 სთ.

 

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება – კახეთი

სტანდარტული
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება – კახეთი

2012 წლის 27 ივნისს, თელავში, სასტუმრო “ძველ თელავში”  ჩატარდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ შემაჯამაებელი ღონისძიება, რომლის პარტნიორი ორგანიზაცია კახეთში არის – “თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი”. პროგრამას ახორციელებს PH International საქართველო, USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ “თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის” წარმომადგენელი და პროგრამის პარტნიორი 63 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა “თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის” დირექტორმა ნათია ქარჩაიძემ,  „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ კოორდინატორმა კახეთში – მერიკო პაპუნაშვილმა და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერმა – თამარ ფრუიძემ.

ღონისძიებაზე პრეზენტაცია გააკეთეს და თავიანთი სამოქალაქო კლუბის საქმიანობაზე ისაუბრეს 4 სკოლის წარმომადგენლებმა:

1. თელავის #5 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა,

2. გავაზის სამოქალაქო განათლების კლუბმა,

Read the rest of this entry

ჩვენი დაჯილდოვება!

სტანდარტული

დღეს,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებისათვის, ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბს – “სპექტრს” გადაეცა ტექნიკის კომპლექტი, რომლითაც აღიჭურვება კლუბის ოთახი და რომელსაც გამოვიყენებთ საკლუბო თუ სასწავლო აქტივობებისთვის.

შეგახსენებთ, რომ “სპექტრი” არსებობის მანძილზე განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ჩვენს მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით დაჯილდოვდა როგორც საქართველოს მასშტაბით “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” საუკეთესო კლუბი და გადაეცა აღჭურვილობის სრული პაკეტი, რომელშიც შედის:

  1. ლეპტოპი,
  2. პროექტორი,
  3. პრინტერი-სკანერი-ქსეროქსი,
  4. ვიდეო კამერა,
  5. ფოტოაპარატი,
  6. ფლეშ მეხსიერება.

This slideshow requires JavaScript.